proeqti geografia
Tuesday, August 9, 2011
Sunday, August 7, 2011
პროექტის აღწერა
--
პროექტის სახელწოდება:მიგრაციული პროცესების გავლენა ჩემი სოფლის მოსახლეობაზე.
პროექტის სახელწოდება:მიგრაციული პროცესების გავლენა ჩემი სოფლის მოსახლეობაზე.
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება:ამ პროექტის განხორციელებისას ისწავლიან დასახონ რეალური პრობლემა, რომელიც განაპირობებს სოფლის მოსახლეობის რაოდენობრივ ცვლილებებს.
პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია, რადგან სოფლის მოსახლეობის დინამიკას ეხება და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, რათა განსაზღვრონ, ბუნებრივი მოძრაობა მეტად ახდენს გავლენას ამ ცვლილებებზე თუ მექანიკური მოძრაობა.
პროექტის მიზნები:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია, გამოიკვლიონ რატომ იკლებს სოფლის მოსახლეობის რაოდენობა, განსაზღვრონ ის მიზეზები,რაც სოფლის მოსახლეობის მიგრაციას უწყობს ხელს.
მონაწილეთა ასაკი:16 წელი.
ვადები,ხანგრძლივობა:1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები ისწავლიან ერთად მუშაობას, ერთმანეთის აზრის პატივისცემას, შეძლებენ ისტ_ის გამოყენებით ინფორმაციის მოძიებას, ცხრილების და დიაგრამების აგებას,დაასახელებენ და ახსნიან იმ მიზეზებს, რაც ხელს უწყობს მიგრაციულ პროცესებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, სტატისტიკური ინფორმაციის კრებული სოფლის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში, სახელმძღვანელო მე–9 და მე–10 კლასის გეოგრაფიაში, რვეულები, საწერ–კალმები და სხვა.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, პირველი ჯგუფის დავალება იქნება მოიძიონ ინფორმაცია ბორითის მოსახლეობის რაოდენობაზე 1988, 1995, 2002, 2009 წლებში, მეორე ჯგუფს დაევალება მიძიონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობაზე, მიგრაციულ ნაკადებზე, ანუ როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ზემოთ აღნიშნულ წლებში. მესამე ჯგუფი მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგენს ცხრილებს, რათა უკეთ შეადარონ ერთმანეთს მონაცემები,ხოლო მეოთხე ჯგუფი დაადგენს, თუ საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენდა სოფელ ბორითის მოსახლეობა აღნიშნულ წლებში.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
საგნBNებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას, პრობლემების დასახვას და მისი გადაჭრის გზების ძიებას, ინფორმაციის მოძიებას და სხვა.
პროექტის ხელმძღვანელი(მაასწავლებელი):ნაზი ლაცაბიძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:nazilacabidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
Subscribe to:
Posts (Atom)